ჩვენს შესახებ
კომპანია „ალიანს ლოჯისტიკი“ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი ფორვარდერი კომპანია. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე, რომელსაც უზრუნველყობს გამოცდილი გუნდი.
ჩვენი კომპანია ახორციელებს ნებისმიერი სახის თუ ზომის ტვირთების გადაზიდვას სახმელეთო, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო გზით. ჩვენი სანდო პარტნიორების ჩართულობით მოკლე დროში და კონკურენტულ ფასებში ვუზრუნველვყოფთ მცირე თუ დიდი პროექტების შესრულებას.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, დამკვეთის მინიმალური ჩართულობით, დროულად განახლებული სტატუსებით, მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს პროდუქციის დანიშნულების ადგილზე მიწოდება.
კომპანიის მიზანია მუდმივი განახლება როგორც მიმართულებების, ასევე კონტროლი და გაუმჯობესება გადაზიდვის ტარიფების თუ ტრანზიტული ვადების.